|
2016-03-07 11:03:17, 401 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრა, სავარაუდოდო აბაშიძე -კარასინის ფორმატში განიხილება
რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრაზე, სავარაუდოდ, გრიოგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძის შორის შეხვედრაზე იმსჯელებენ. ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. როგორც „კურიერთან“ საუბარში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ადრე თუ გვიან ასეთი შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს. „გაკეთდა ზოგადი სახის განცხადებები, იმის თაობაზე ადრე თუ გვიან შეიძლება ჩატარდეს ასეთი შეხვედრა, მაგრამ ვიმეორებ, რომ ამის თაობაზე ახლა კონკრეტული მზადება არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა უნდა შედგეს ასეთი შეხვედრა, სასაურველი და მიზანშეწონილი იქნება, იმ შემთხვევაში თუ კი ის შედეგს გამოიტანს. კონფლიქტური რეგიონების საკითხებზე, ამ მიმართულებით თუ კი გადაიდგმება, თუნდაც მცირე ნაბიჯი, მაშინ ასეთ შეხვედრას აზრი ექნება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)