|
2016-03-06 12:33:06, 627 ნახვა
საზოგადოება
სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
თბილისის მერი დავით ნარმანია სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე იმყოფებოდა. ობიექტზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი და მზადება ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს. "ეს არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა ეს გზა უამრავი ვიზიტორისთვის და ტურისტისთვის დამატებითი კომფორტი იქნება. აქ გზა არასდროს ყოფილა, სამუშაოები ნულიდან დავიწყეთ და კაპიტალურად მიმდინარეობს გზის მშენებლობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერთან ერთად დღეს საგზაო სამუშაოებზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი იმყოფებოდა. მისი თქმით, ორკილომეტრიანი გზის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)