|
2016-03-05 17:32:12, 592 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტების დაკრძალვას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტების დაკრძალვას დაესწრო. ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 10 ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ,,დღეს ტრაგიკული დღეა ერთის მხრივ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ დღეს, როცა ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ იმ ოჯახებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთი შვილების, ძმების მუდმივი განსასვენებელისათვის მიბარებას, მათ ეს დღეს ეღირსათ და თითოეული ჩვენგანი პატივს მიაგებს მათ", - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერი სამების საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 10 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. ამ ეტაპზე, სულ, 31 ნეშტია იდენტიფიცირებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)