|
2016-03-05 16:22:53, 637 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი საფარის მონასტერს ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამცხე-ჯავახეთში, შუასაუკუნეების ქართულ ძეგლს - საფარის მონასტერს ესტუმრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა სამონასტრო კომპლექსი მოილოცა. პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ უმასპინძლა. საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტული განვითარების პოტენციალს. აღინიშნა, რომ საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი და ტურისტული ობიექტია. მეუფემ საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოების მნიშვნელობაც შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ გზის რეაბილიტაციის შემდეგ საფარის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ ტაძარში ასვლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)