|
2016-03-05 15:14:57, 584 ნახვა
საზოგადოება
ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლები სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლები სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავან. სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. დაღუპულების ოჯახის წევრებს გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც მიუსამძიმრა. პრემიერი ტაძარში მინისტრთა კაბინეტის წევრთებან ერთად იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)