12:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 19:04:20, 553 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქციას მიმდინარეობს

ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, უფლებამოსილება შეუჩერდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აუცილებელია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ დევნის შეწყვეტა და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

„მოვითხოვთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფ რეჟიმში გამოიძიოს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ, მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტები. შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება პოლიციის უფროსს. საგამოძიებო სამსახურმა საქმე უნდა აღძრას არა მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, არამედ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია და მძიმე სასჯელს ითვალისწინებს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics