17:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 17:06:54, 607 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი, არამედ აუცილებელი იყო

გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ  – აუცილებელი, ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, 90 დღით შეაჩეროს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა. მდინარაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გავლენით, შესაძლოა, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ იყოს საჭირო.

„ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას, რომ შეიძლება, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ამით ისიც დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველივე გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს. პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა“, – აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics