12:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 12:31:47, 720 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე პოლიციამ შემთხვევით, სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა

ადვოკატის თანახმად, რუსთაველის მეტროსთან ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე პოლიციამ შემთხვევით, სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა.

ადვოკატის თქმით, დაკავების მომენტში პოლიციას ფორმა არ ეცვა, მიუხედავად ამისა, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

"მათი მიზანი იყო იმ მანიფესტანტების დაკავება, რომლებიც ფეიერვერკს ისროდნენ აქციაზე და ჩაცმულობით მოხდა მიმსგავსება ოთოსი და რატისი, რეალურად ამის გამო აედევნენ. როგორც რატიმ მომახსენა, კრიმპოლი იყო.

აღმოჩნდა ისე, რომ შეეშალათ, სხვა პირების დაკავება სურდა პოლიციას, თუმცა რეალურად, შემთხვევით, შერჩევითი მექანიზმით სხვა ადამიანები დააკავეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავების მომენტში არც ერთ მათგანს არ ეცვა ფორმა", - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, კვარაცხელია და ტყემალაძე ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics