01:26 - 07 Jul, 2026
|
2025-01-18 16:47:58, 523 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - ევროკავშირი ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება
ევროკავშირი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს. „ევროკავშირი მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, მათ საშინელ განსაცდელს დაასრულებს, რომელიც უკვე 15 თვეზე მეტია გრძელდება, დაასრულებს ბრძოლას და ღაზაში ჰუმანიტარულ ტანჯვას შეამსუბუქებს“, - აცხადებს კაია კალასი. კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის ერთგულია, რომლითაც ისრაელი და პალესტინა ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)