|
2016-03-04 16:02:58, 572 ნახვა
საზოგადოება
შილდას საზოგადოებრივ ცენტრში პროექტი „სამართლის სკოლა“ ჩატარდა
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საზოგადოებრივ ცენტრებში ახალგაზრდულ პროექტებს განაგრძობს. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგი „სამართლის სკოლა“ დღეს შილდას საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა. „სამართლის სკოლის" მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. სესიას ადგილობრივი სკოლის 14-დან 18 წლამდე ასაკის 30 მოსწავლე დაესწრო. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების" მიერ გამოცემული სამართლებრივი შინაარსის წიგნი - „სამართლის ქალაქი" გადაეცა. ტრენინგის ძირითადი დრო ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სამართლის არსსა და მის დარგებს, ასევე დანაშაულსა და მის პრევენციას დაეთმო. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)