|
2025-01-16 14:50:19, 446 ნახვა
მსოფლიო
არარატ მირზოიანი - სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებელია რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ორიენტირებისთვის
სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებელია რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ორიენტირებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ერევანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები საგრძნობლად გამყარდა, ამიტომ ამ ურთიერთობების ტრანსფორმაცია სტრატეგიულ პარტნიორობამდე არის შესაბამისი და მნიშვნელოვანი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის მიერ შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი დოკუმენტი იქნება ურთიერთობების სამომავლო საგზაო რუკა. „დაე, სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, იყოს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაღრმავების დადასტურება და საერთო მიღწევებით სავსე მომავლის საგზაო რუკა“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა. სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 14 იანვარს მოაწერეს ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)