22:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 14:36:42, 395 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

საქართველოსთვის ევროსაბჭოში საქმიანობის შეჩერება, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, ზოგადად, საქართველოს ასოცირებულ წევრობაზე უარის თქმა, ეს მუდმივად იყო ჩვენი ოპოზიციად წოდებული სუბიექტების მცდელობა და მთავარი ძალისხმევა, რაც არაერთხელ გამეორებული რევოლუციური სცენარის გარკვეული ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია იმისთვის იბრძვის, რომ საქართველომ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის შემდგომი ნაბიჯი არ გადადგას.

„მათ სურთ, გარკვეული შეფერხებები შეიქმნას ამ გზაზე. ტრენდია, მოგონილი ლეგენდაა, თითქოს საქართველო, არ იმსახურებს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციაზე შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას ან რაღაც მოგონილი რუსული ორბიტის თემაა წინ წამოწეული. მაშინ როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არც უნდა არსებობდეს. ყველა არგუმენტი გაუქმებულია. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მავნებლების გეგმით და ამოცანით გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics