|
2025-01-16 13:15:59, 421 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პრემიერის ოფისი - ჰამასი უარს ამბობს შეთანხმების ზოგიერთი პუნქტის მიღებაზე და კრიზისს ქმნის
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც შეთანხმების დასასრულებლად ბოლო მომენტში კრიზისს ქმნის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჰამასი“ უარს ამბობს შეთანხმებებზე და ქმნის კრიზისს ბოლო მომენტში, რომელიც ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში განმარტავენ, რომ ისრაელის მინისტრთა კაბინეტი არ შეიკრიბება მანამ, სანამ შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ შეთანხმების ყველა ელემენტი მიიღო. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)