|
2025-01-16 13:11:41, 471 ნახვა
სამართალი
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე პატიმრობაში რჩება
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფებისა და დევიძის ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი სკანდირებდნენ: „მონებო", "სირცხვილი თქვენ, თქვენი დროც მოვა", "ივანიშვილის მონებო". დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, დევიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი შუამდგომლობაში განმარტავდა, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდებოდა. პროკურორის განმარტებით, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები კვლავ არსებობს. ხუბეჯაშვილის თქმით, დანაშაული მძიმე კატეგორიისაა, ამასთან შემთხვევის შემდეგ, ბრალდებული პასუხისგებისგან თავის არიდებას შეეცადა. მათე დევიძის ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას არ დაეთანხმნენ. უფლებადამცველების თქმით, ვინაიდან გამოძიება უკვე დასრულებულია, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფუძველი არ არსებობს. ადვოკატებმა დევიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იშუამდგომლეს, რისი ოდენობის განსაზღვრაც სასამართლოს მიანდეს. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. როგორც მოსამართლემ განმარტა, სასამართლო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ხელმძღვანელობს და მოსამართლისთვის ახალი არსებითი გარემოების წარდგენაა საჭირო, რაც აღკვეთის ღონისძიებას შეცვლის ან გააუქმებს. მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ, დაკავებულმა უპასუხა, რომ "დუმილის უფლებით სარგებლობს". მათე დევიძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. „იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას",- განაცხადა დევიძემ. ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)