|
2016-03-04 12:33:22, 448 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ვილნიუსში, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტთა კონფერენციაში მონაწილეობს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში იმყოფება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ყარაულაშვილი საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტთა კონფერენციაში - „ევროკავშირის გლობალური სტრატეგია: აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპულ უსაფრთხოებაში“ მონაწილეობს. საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტთა კონფერენცია მიმდინარეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ I პლატფორმის - დემოკრატია, კარგი მმართველობა, სტაბილურობა, ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) პანელის ფარგლებში. ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში: „როგორია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი? რა როლი შეიძლება მიენიჭოს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას (CSDP), როგორც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან უფრო ფართო ასოცირების ნაწილს?“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)