|
2016-03-04 11:44:57, 398 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისათვის პოლიტიკა მკაცრდება
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალის ფაქტებთან დაკავშირებით მიდგომები მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს შეაირაღებული ძალების ახალი სადისციპლინო წესდების პროექტში აისახა, რომელიც მთავრობას დასამტკლიცებლად წარედგინა. „როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, სამხედრო მოსამსახურეების მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელი ყველა იმ უსიამოვნო და სამწუხარო ფაქტებისა, რაც უკავშირდება სამხედრო მოსამსახურის ფსიქიკურ სიჯანსაღეს და ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანისთვის ყველაზე მნივნელოვან უფლებას-სიცოცხლის უფლებას. სამინისტრო ასევე ორიენტირებულია შეიარაღებული ძალების ღირსების დაცვაზე. თავდაცვის სამინისტროსთვის და მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის ღირსების შემლახველი საქციელი პრინციპულად მიუღებელია და მის მიმართ სამინისტროს პოზიცია იქნება უმკაცრესი. ის ფაქტები, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახური, აგრეთვე სამხედრო ფორმით ყოფნისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, იქნება მკაცრად დასჯილი“,-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)