|
2025-01-13 17:02:40, 525 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა
ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. „მოსალოდნელია, რომ განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში. როგორც კრემლის პრესსამსახურში აღნიშნავენ, პუტინი და პეზეშკიანი ხელს მოაწერენ რუსეთ-ირანის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას. „მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ პუტინი და მასუდ პეზეშკიანი ხელს მოაწერენ რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, ასევე გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)