|
2025-01-09 14:13:03, 427 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლის შესარჩევ კონკურსს აცხადებს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. განცხადებების მიღება 10 იანვრიდან იწყება. კონკურსი შეეხება უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთი მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობას, რომელიც 2025 წლის 1 სექტემბერს თავისუფლდება. აღნიშნული თანამდებობა თავისუფლდება ნუგზარ სხირტლაძის საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს, გამოსცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა. ყოფილი მოსამართლეები და იურისტები აცხადებენ, რომ ამ კონკურსის შედეგები შეიძლება სამართლებრივ და პოლიტიკურ პრობლემებს გამოიწვიოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი, აცხადებს, რომ თუ ახალი კანდიდატები არალეგიტიმურ პარლამენტში აირჩევიან, ისინი არალეგიტიმური იქნებიან და მათი საქმიანობა ვერ იქნება კანონის შესაბამისად.
იურისტი კახა წიქარიშვილი კი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კონკურსის შედეგად სასამართლოში შესაძლოა კიდევ უფრო ოდიოზური ფიგურები აირჩიონ, რადგან პარლამენტში კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობა თითქმის აღარ არსებობს.
ამასთან, კონკურსი ასევე შეეხება შალვა თადუმაძის თანამდებობის დაცლას, რომელიც ახლახან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა. ამ პროცესის ლეგიტიმურობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია და შეიძლება დამატებითი დაპირისპირებები გამოიწვიოს.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)