06:07 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 13:06:05, 419 ნახვა

მსოფლიო
ტიბეტში მიწისძვრას თითქმის 100 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში სამშაბათს, 7 იანვარს დილით დაფიქსირდა. ისინი ასევე იგრძნობოდა ნეპალის უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ასევე ინდოეთის ნაწილებში.

ცოტა მოგვიანებით, ტიბეტში 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მრავალი ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება სახელმწიფო სააგენტო Xinhua. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ CCTV აჩვენა დანგრეული სახლების კადრები. მიწისძვრის ეპიცენტრში მრავალი შენობა დაინგრა, იტყობინება CCTV.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სტიქიის ადგილზე დაახლოებით 1,5 ათასი მაშველი იმყოფება, რომლებიც შენობების ნანგრევების ქვეშ დაღუპულებსა და გადარჩენილებს ეძებენ.

ჩინეთის სეისმოლოგიური ქსელის ცენტრის (CENC) ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ტინგრის ოლქში, ქალაქ შიგაცეში, ნეპალის საზღვართან. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics