|
2025-01-06 15:47:10, 455 ნახვა
მსოფლიო
ალიევი - აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ
აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 იანვარს, ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, რუსულმა მხარემ არ შეატყობინა თვითმფრინავის კაპიტანს საჰაერო სივრცის დაკეტვისა და გროზნოსთან მიახლოების საფრთხის შესახებ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ასევე ისაუბრა კითხვაზე, თუ რატომ გაიგზავნა თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, რომელიც კასპიის ზღვის მოპირდაპირე სანაპიროზე მდებარეობს.
თვითმფრინავში 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი, გადარჩა 29. თვითმფრინავში მყოფთა უმრავლესობა, 42 ადამიანი იყო აზერბაიჯანის, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის, 3 - ყირგიზეთის მოქალაქე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)