23:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-05 16:37:05, 463 ნახვა

საზოგადოება
გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.

ადგილობრივების ცნობით, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.

 ინფორმაციას ადასტურებს ოკუპირებული სოფლის მოსაზღვრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის რწმუნებულიც.

"მეც გავიგე ეს სამწუხარო ინფორმაცია. საშინელი ამბავია. ხუთი ბავშვია დაღუპული“, - აცხადებს კახა გოგოხია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics