|
2025-01-04 12:06:12, 464 ნახვა
მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა
სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოზე („როსავიაცია“) დაყრდნობით ავრცელებს. „სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს, მოსკოვის დროით 07:45 საათიდან სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა“, - აცხადებს „როსავიაცია“. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ფრენების შეჩერების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ოლქებში 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონები ბრიანსკის, სმოლენსკის, ბელგოროდის, ფსკოვისა და ლენინგრადის ოლქების თავზე ჩამოაგდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)