|
2025-01-03 16:46:05, 461 ნახვა
მსოფლიო
ვარშავაში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ფერმერთა საპროტესტო აქცია იმართება. პოლიცია მოსახლეობას გზების გადაკეტვის შესახებ აფრთხილებს. შეცვლილია ტრანსპორტის მოძრაობის განრიგიც. აქციის მონაწილეები პოლონეთის დროით 14:00 საათზე ევროკომისიის წარმომადგენლობის შენობასთან შეიკრიბნენ. გეგმის მიხედვით, დემონსტრანტები მსვლელობას გამართავენ და დედაქალაქის ქუჩებში ღამის 23:00 საათამდე დარჩებიან. პოლონელი ფერმერების პროტესტი მიმართულია ევროკომისიის სასოფლო-სამეურნეო, კლიმატისა და სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის პოლონეთში საოჯახო მეურნეობების, სატყეო მეურნეობის, ნადირობისა და მრეწველობის ფუნქციონირებას. პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს თავად პროტესტის მონაწილეებიც და შეახსენეს, რომ დედაქალაქში შესვლა აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)