|
2025-01-02 10:20:33, 536 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ორი ქვეყნის ჯამში 25 მილიონი მცხოვრები ახლა უერთდება ევროკავშირის თითქმის 450 მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც უკვე აქვთ შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების უფლება, მას შემდეგ, რაც სახმელეთო საზღვრის შემოწმებები ოფიციალურად გაუქმდა. 2024 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხმა მისცეს ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში სრულად შესვლას. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2025 წლის პირველი იანვრიდან. რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები 2007 წლიდან არიან და შეასრულეს შენგენში შესვლის მოთხოვნები 2010 წელს. თუმცა, წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო აპროტესტებდა მათ გაწევრიანებას მიგრაციის პრობლემების გამო. 2022 წლიდან განსაკუთრებით ავსტრია იყო მოწინააღმდეგე ქვეყანა, თუმცა ხუთშაბათს ვენამ კენჭისყრამდე მიანიშნა, რომ გადაწყვეტილებას ვეტოს არ დაადებს. როგორც მედია წერს, ეს ნაწილობრივ გამოწვეულია პაქტით, რომლის მიხედვითაც ბულგარეთი დათანხმდა მეტი მესაზღვრეების განთავსებას თურქეთთან საზღვარზე. 1985 წელს შექმნილი შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონა ყველაზე დიდი ასეთი ტიპის ზონაა მსოფლიოში. იგი მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას კვიპროსის და ირლანდიის გარდა, ასევე ევროკავშირის არაწევრ შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტაინს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)