|
2024-12-28 17:56:21, 438 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - მხოლოდ პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ კონსტიტუციური მიზნების შესრულებას
დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მხოლოდ პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ კონსტიტუციური მიზნების შესრულებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და დღევანდელი კომპლექსური მოცემულობის გათვალისწინებით, ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ გამოწვევებზე. „ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები, რაც გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრშია, ყველაზე მტკივნეულად საქართველოზე აისახება და განსაკუთრებული სიფრთხილე და იმავდროულად გამბედაობა გვჭირდება იმისთვის, რომ მოცემულ ვითარებაში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაზე, სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. „დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ ჩვენი კონსტიტუციური მიზნების შესრულებას და განხორციელებას,“ – აღნიშნა მინისტრმა. გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკის გავლენაზე ქვეყნის საშინაო პოლიტიკის განვითარების კუთხით და განმარტა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საშინაო პოლიტიკის სწორი აღქმა და საერთაშორისო პოლიტიკის ზედმიწევნით სწორი ანალიზი, იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს ინტერესების დაცვა ამ საკმაოდ რთულ მოცემულობაში. ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცე, იმისთვის, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირების ღერძი იყოს ძლიერი. „სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ინტერესების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, დღეს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტია, რომელიც ერთგვარად ფრონტის წინა ხაზზეა წარმოდგენილი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად,“ – განაცხადა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და საქართველოს ერთგულებისთვის. აღსანიშნავია, რომ ელჩები კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ძირითად ასპექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)