17:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 09:29:33, 428 ნახვა

პოლიტიკა
ადმინისტრაცია - პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში EU-ის უმაღლეს წარმომადგენელს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანჯეი დუდასა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი  შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი.

შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics