19:50 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 13:39:54, 433 ნახვა

პოლიტიკა
ბერსე - მთავრობამ გასცა დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს შეცვლიდა

მთავრობამ გასცა დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს შეცვლიდა,- ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბერსემ აღნიშნა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც ასევე ჩართული იქნება ვენეციის კომისია და „მოხდება იმ ცვლილებების იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“.

„შეშფოთება გამოვხატე იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია.

მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს.

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში.

გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები“,- განაცხადა ბერსემ [სინქრონული თარგმანი].





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics