04:38 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 11:42:25, 410 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვხედავთ ძალებს, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა - ვინც არეულობას ხელს უწყობს, ქვეყანას და ხალხს მტრობს

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე, ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისაგან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

პაპუაშვილის თქმით, დემონსტრაციების მიმდინარეობის ამგვარი ცვლილება მისასალმებელია, თუმცა, ამავე დროს, არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში მშვიდობა და პოლიტიკის კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება არ სურთ.

მისი განცხადებით, ამგვარი ძალები საქართველოს და ქართველ ხალხს მტრობენ.

„დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს.

ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. 

მოურიდებლად მინდა განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics