10:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 13:49:15, 623 ნახვა

საზოგადოება
კეზერაშვილი - BBC-მ გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები - ორწლიანი ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი დასრულდა

ტელეკომპანია BBC-მ, ჩემ მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. BBC-ის ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რითაც ფაქტობრივად დადასტურდა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ავრცელებს.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში კეზერაშვილი უთითებს, BBC-მ აიღო ვალდებულება, რომ „პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას“ აღარ დაუბრუნდება. 

„BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო, რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას.  

BBC ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს.

სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად აჩვენებს, რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს, შესაძლოა, ვსარგებლობდე რამე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად.

ამას საქართველოს გარეთ ჩატარებული სხვა სასამართლო პროცესების შედეგებიც ადასტურებს. 

„ქართული ოცნების“ ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები).

მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიულ გუნდს, რომელმაც ბევრი იშრომა, რათა ჩემი სიმართლე დამტკიცებულიყო“,- აღნიშნულია კეზერაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics