|
2024-12-08 15:39:57, 2986 ნახვა
მსოფლიო
Reuters - სირიის არმიის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს გამოუცხადა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო
სირიის არმიის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს გამოუცხადა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სირიელ ოფიცერზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ასადმა დამასკო დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. აჯანყებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ. Flightradar-ის ცნობით, სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი დამასკოს აეროპორტიდან, დაახლოებით, იმავე დროს აფრინდა, როდესაც მეამბოხეებმა ქალაქი აიღეს. ის თავდაპირველად სირიის სანაპირო რეგიონისკენ გაფრინდა, მაგრამ შემდეგ მკვეთრად შემობრუნდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა, სანამ რუკიდან გაქრებოდა. ვინ იმყოფებოდა ბორტზე - უცნობია. იმავდროულად, სირიის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს მმართველობის უწყვეტობას და ითანამშრომლოს ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც სირიელი ხალხი აირჩევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)