|
2016-03-01 12:15:51, 502 ნახვა
პოლიტიკა
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ევროკომისია დადებითად აფასებს
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადდა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ევროპული კომისიის ანგარიშშია ნათქვამი, „ის მნიშვნელოვნად აფართოებს დაცული დისკრიმინაციული ნიშნების ჩამონათვალს“. "პოზიტიურად არის შეფასებული ისიც, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა დამოუკიდებელი ორგანოს − სახალხო დამცველის აპარატის, მიერ ხორციელდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ფუნქციის შესრულებისათვის ომბუდსმენის აპარატმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება მიიღო",-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ევროპის საბჭოს ფარგლებში დაარსდა 2002 წელს. კომისია ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს რასიზმისა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)