23:38 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 18:48:47, 383 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სრულიად ეთანხმება ყველას იმ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია“. 

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქართველი ფეხბურთელების იმ განცხადებების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. 

„აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუკი რაიმე  წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული  ვარ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და ამ გზას გავივლით ღირსეულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებებიც, რომელიც  ხელოვნურად იქმნება, როგორც  კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო. დღეს ახალი მოიფიქრეს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებენ შანტაჟის იარაღად, თუმცა ჩვენი მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა  ხელიდან გამოაცალა შანტაჟის ყველა იარაღი იმ ადამიანებს, რომელიც გარედან ამ  ტიპის განცხადებებს აკეთებთ. გინდათ? - ჩვენ მზად ვართ! გახსენით მოლაპარაკეები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics