|
2024-11-29 20:54:58, 385 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველზე კვლავ ხალხმრავალი აქციაა, პერიმეტრზე სპეცრაზმი განლაგდა - ვიდეო
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ აბრახუნებენ რკინის ჯებირებზე, რომლითაც დაკეტილია პარლამენტის წინა შესასვლელი. მცირე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს აქციაზე აღმოაჩინეს სუსის აგენტი, რომელიც მათ ფოტოებს უღებდა. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც. სპეცდანიშნულების რაზმის გარდა პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, რამდენიმე მწკრივად არის განლაგებული კრიმინალური პოლიცია, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. მწერალი ირაკლი კაკაბაძე ამბობს,რომ მსგავსი ძალადობა ქართველ ხალხს 9 აპრილსაც კი არ უნახავს.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)