15:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 17:51:14, 362 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანი - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მინისტრთა კაბინეტს ნდობის გამოცხადებას ვულოცავ

დღეს, XI მოწვევის პარლამენტმა საქართველოს მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მინისტრთა კაბინეტს ვულოცავ ნდობის გამოცხადებას,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს.

ჩიქოვანის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის მუშაობა ნაყოფიერი იქნება.

„დარწმუნებული ვარ, ახალი პარლამენტის მუშაობა, „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობა, იქნება ნაყოფიერი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართულ ჯარზე ზრუნვა იქნება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მისი ხელმძღვანელობით, მქონდა პატივი, ჩვენს საამაყო სამხედროებთან ერთად მემუშავა და  საკუთარი წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში და ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნაში. 

ჩვენი გუნდის მიერ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჯარის გასაძლიერებლად და სამომავლოდ, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ. ამ გზაზე, ჩვენს პროფესიონალ და პატრიოტ სამხედროებთან ერთად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და მზადყოფნის ამაღლებას. 

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევქმნით კიდევ უფრო მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ძლიერ თავდაცვის ძალებს“,- აცხადებს ჩიქოვანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics