|
2024-11-27 22:28:21, 840 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთ უკრაინის ომში სპეც წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი დაასახელა
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალი კიტ კელოგის კანდიდატურა რუსეთსა და უკრაინას ომში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე წარადგინა. ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში განაცხადა. " ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ მშვიდობას ძლიერების მეშვეობით და ვაქცევთ ამერიკას და მსოფლიოს ისევ უსაფრთხოდ! - დაწერა ტრამპმა. კიტ კელოგი 80 წლისაა და აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალია. 2017 წლიდან 2018 წლამდე - დონალდ ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში - კელოგი იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. რესპუბლიკელთა გარდამავალ გუნდში ის თავდაცვის პოლიტიკას ხელმძღვანელობდა. 2024 წლის ზაფხულში როიტერმა დაწერა, რომ კელოგი თანაავტორი იყო უკრაინის ომის დასრულების გეგმის შესახებ, თუ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. გეგმის მიხედვით, კიევს სთავაზობენ ვაშინგტონს სამხედრო დახმარებას ჩამოერთვას, თუ ის მოსკოვთან მოლაპარაკებებზე უარს იტყვის. გააკეთეთ რეგულარული შემოწირულობა და მიიღეთ საახალწლო ბარათი დააჩქარეთ YouTube ან უყურეთ წვიმას აპში
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)