13:25 - 07 Jul, 2026
|
2024-11-24 14:28:06, 555 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად, იტალიაში გაემგზავრა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იტალიაში გაემგზავრა, სადაც „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბლინკენი იტალიაში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორებთან განიხილავს მთელ რიგ საკითხებს, რომელთა შორისაა: კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოება და კრიზისები ჰაიტისა და სუდანში. შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ჩავა ვატიკანშიც, სადაც აუდიენციას რომის პაპ ფრანცისკესთან გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)