13:25 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 09:18:22, 449 ნახვა

მსოფლიო
მედია - ისრაელის თავდასხმებს აღმოსავლეთ ლიბანში 47 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის თავდასხმებს აღმოსავლეთ ლიბანში 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ლიბანის ბაალბეკ-ჰერმელის პროვინციის გუბერნატორი ბაჩირ ხოდრი აცხადებს, ისრაელის მიერ თავდასხმა ბაალბეკის რეგიონზე განხორციელდა, რომლის დროსაც, სულ მცირე, 47 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

მისივე განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში კი, ამბობენ, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე ლიბანში 3 583 ადამიანია დაღუპული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics