21:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-21 12:32:25, 396 ნახვა

საზოგადოება
„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბარდასი" ადგილობრივების საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, "ბარდასს" გამორჩეულს მისი კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის.

„ბარდასის“ ისტორია თორმეტი წლის წინ დაიწყო, როცა მისმა მეპატრონემ, დავით ბარდაძემ ნაქირავები ფართითა და 700-ლარიანი კაპიტალით საკანცელარიო მაღაზია გახსნა. წარმატების გზა მარტივი არ ყოფილა, ბიზნესი, წლებთან ერთად გაიზარდა, განვითარდა და ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.

2019 წელს, "თიბისის მხარდაჭერით", დავით ბარდაძემ მიწა შეიძინა და საკუთარი კომერციული ფართი ააშენა. 140 მ2 შენობის შევსება მარტივი არ აღმოჩნდა. ამიტომ, დახმარებისთვის ისევ "თიბისის" მიმართა და ბიზნესესხით სარეალიზაციო საქონელი შეიძინა.

დავითი მაღაზიას მეუღლესთან ერთად უძღვება და დამატებით, კიდევ ოთხი თანამშრომელი ჰყავს.

გრძელვადიან გეგმებში ონლაინ მაღაზიის ამუშავებას მოიაზრებს, თუმცა მანამდე, "ბარდასის" გაფართოებას და მეორე სართულის აშენებას, ასევე ბაკურიანში ფილიალის გახსნას გეგმავს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics