|
2024-11-21 12:10:23, 373 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სამომავლო პრიორიტეტების, საჭიროებებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით, დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამისშესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრელებს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესახებ იმსჯელეს. „აქცენტი გაკეთდა დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობასა და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ასევე, განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და რეალიზებაა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე - სექტორში მომუშავე კერძო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, მოადგილე ბელა გოგუა, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე და სოციალური პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი თამარ გოცაძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)