|
2016-02-28 16:00:00, 647 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია სანაშენე მეურნეობებისა და გენეტიკური კვლევის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას (CIA) ესწრება. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია მესაქონლეობის დარგში როგორც მეხორცული, ისე მერძეული სანაშენე მეურნეობებისა და გენეტიკური კვლევის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, დანელიამ მესაქონლეობის მიმართულების უმსხვილესი კომპანიების Charolais France-ის და Coopex Montbeliarde-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან მესაქონლეობის დარგში გენეტიკისა და ჯიშთა გამოცდის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ფრანგულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ქართველი სპეციალისტებისთვის მსხვილფეხა საქონლის ჯიშების გაუმჯობესების კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში ფრანგი სპეციალისტების ვიზიტის უზრუნველყოს. ამასთან, უწყების ცნობით, შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოში მესაქონლეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ჯიშების შერჩევა. „საქართველოში მესაქონლეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. იმ შემთხვევაში თუ მოხდება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, შესაძლებელია მოხდეს მსხვილფეხა პირუტყვის როგორც მომთაბარე, ასევე ბაგური მოვლის სისტემის დანერგვა და განვითარება. ეს ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის გაზრდასაც. გენეტიკისა და ჯიშთა გამოცდის მიმართულებითი ნვესტიციების განხორციელდება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი მესაქონლეობის დარგის მიმართულებით როგორც ცოდნის, ისე პრაქტიკის გაზიარების კუთხით რეგიონულ ცენტრად იქცეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. პარიზის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში შეხვედრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე ესწრებოდნენ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)