12:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 12:25:34, 337 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - არიან მავნებლები, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ქვეყანა დაეზიანებინათ და ამას ახლაც აგრძელებენ

ეს ადამიანები არიან მავნებლები, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ქვეყანა დაეზიანებინათ და ამას ახლაც აგრძელებენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, „მსგავსი წერილის გაგზავნა არის მოღალატეობრივი ქმედება, რათა ქვეყანა დააზიანონ“.

„მსგავსი შინაარსის წერილის გაგზავნა არის მოღალატეობრივი ქმედება. წერილი არ ყოფილა საჯარო და მათივე პარტიის წევრებმა მოგვაწოდეს. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით არიან მავნებლები, ყოველთვის ცდილობდნენ და ახლაც აგრძელებენ ქვეყნის დაზიანებას. გავიხსენოთ ასოცირების ხელშეკრულების დადების ფაქტი - ჰქონდათ მცდელობა, ეს პროცესი შეეჩერებინათ. ასევე, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დროს ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. იგივე ხდებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით -  კაბინეტებში დარბოდნენ, რომ როგორმე ქვეყანას აღნიშნული სტატუსი არ მიეღო. ამისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენეს. ამ სიბინძურეში ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსის მიღებას. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, ვისაც სამშობლო უყვარს და მისი განვითარება-წინსვლა უხარია, ყველაფერს გავაკეთებთ. პირველ რიგში, შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ეკონომიკურ განვითარებას“,- აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics