|
2024-11-18 16:35:24, 365 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორმხრივი შეხვედრა, ბაქოში მიმდინარე, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრაზე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმალიზაციისა და გაღრმავების პრაქტიკულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე - აზერბაიჯანისთვის. ორმხრივ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე. მიხეილ სარჯველაძე, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც ჯანდაცვისა და შრომის მიმართულებით, მთავრობის ხედვებსა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრებს. კონფერენციაზე, ასევე, წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის პავილიონები. საერთაშორისო ღონისძიებაზე მოწყობილი საქართველოს კუთხე, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ პატარაძესთან ერთად მოინახულა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)