14:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 14:12:03, 595 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში, ამის გამო დესტრუქციულ დღის წესრიგში დარჩენა უწევთ

ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას კონსტრუქციული მოქმედება ძალიან უჭირს.

"ამ ეტაპზე, რაც იკვეთება, მათ ძალიან უჭირთ, კონსტრუქციულად იმოქმედონ. ამას აქვს, სამწუხაროდ, ერთი მთავარი მიზეზი - ისინი არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში.

ჩვენ, ყველა შემთხვევაში, განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და  სტაბილურ განვითარებაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სწორედ, ამისთვის გამოგვიცხადა ნდობა კიდევ ერთხელ ქართულმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics