|
2016-02-27 21:43:37, 709 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია ხიდაშელზე: ისეთი განცდა დამრჩა, რომ თითქოს ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი ფაქტის შეფასების დროს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს, რომელმაც თქვა, რომ იმ პირებს ვისაც სუს-ი უთვალთვალებს მათზე ასეთი თავდასხმები არ ხდება. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მას უკვირს მინისტრის განცხადება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თინა ხიდაშელი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ''ისეთი განცდა დამრჩა, რომ თითქოს ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სხვა საზოგადოებაში. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც დიდი ხანი ოპოზიციაში იყო და კარგად ახსოვს როგორ გვითვალთვალებდნენ და მან კარგად იცის, თუ როგორ აგრძელებს ივანიშვილის მთავრობა ამ საშინელ ტრადიციას. ეს არის არაგულწრფელი განცხადება, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)