05:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 12:47:18, 422 ნახვა

საზოგადოება
ლოლის გაყინული იოგურტი - ბიზნესი, რომელიც „თიბისის მხარდაჭერით“ განვითარდა

Lolly-ს ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც პროფესიით პროგრამისტ ბექა კეჟერაშვილს გაყინული იოგურტის წარმოების იდეა გაუჩნდა. შთაგონება ევროპაში ცხოვრებისას მიიღო — თავად მოსწონდა გაყინული იოგურტი, როგორც გემრიელი ტკბილეული, ნაყინის უფრო ჯანსაღი ალტერნატივაა.

ტკბილეულის მოყვარულთათვის "ლოლის" იოგურტი გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა. ის გაცილებით ნაკლებ ცხიმსა და შაქარს შეიცავს; ასევე, სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით — მათ შორის პროტეინებითა და პრობიოტიკებით, ასევე, კალციუმითა და ვიტამინებით.

"საწყის ეტაპზე ადვილი არ ყოფილა მომხმარებლებისთვის ასეთი განსხვავებული პროდუქტის შეთავაზება. „საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ ზუსტად მიგვეწოდებინა ხალხისთვის, რა განსხვავება იყო ტრადიციულ ნაყინსა და "ლოლის" შორის. გახსნიდან ორი-სამი თვის შემდეგ კი უკვე მივიღეთ შედეგი", - ამბობს ბექა.

ამ დროისთვის Lolly მომხმარებლებს 30-მდე სახეობის ტოპინგს სთავაზობს - 6 სახეობის ხილს, სხვადასხვა ტიპის შოკოლადის სოუსებს, თხილეულს და ა. შ. შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებული, სასურველი ნაყინი შექმნას. "ლოლიში" დაგხვდებათ ბელგიურ ვაფლიც, რომელიც იოგურტის ნაყინთან კომბინაციაში ეწყობა.

ამჟამად Lolly თბილისში ხუთ ლოკაციაზე, ბათუმში კი - ცენტრალურ პარკშია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში კომპანია გაფართოებას გეგმავს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics