|
2024-11-12 10:15:06, 398 ნახვა
მსოფლიო
CNN - დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე, სავარაუდოდ, მარკო რუბიოს დაასახელებს
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის პორტფელს, სავარაუდოდ, ფლორიდის სენატორს, მარკო რუბიოს ჩააბარებს. ამის შესახებ CNN ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთმა წყარომ CNN-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის კანიდატურასაც განიხილავდა, რომელიც წარსულში გერმანიაში აშშ-ის ელჩის თანამდებობას, ხოლო მისი პირველი ადმინისტრაციის დროს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა. წყაროს თქმითვე, ტრამპმა, ფლორიდის სენატორის მოკავშირეებთან არაერთი ზარისა და კონსულტაციის შემდეგ, არჩევანი მარკო რუბიოზე გააკეთა. მეორე წყაროს თქმით, სანამ შეთავაზება ოფიციალურად იქნება გაკეთებული, ტრამპს შეუძლია, გადაიფიქროს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)