18:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 22:10:33, 477 ნახვა

პოლიტიკა
როთი - გლობალური ომის პარტია არსებობს - ეს რუსეთია, რუსული იმპერიალიზმ

გლობალური ომის პარტია არსებობს - ეს რუსეთია, რუსული იმპერიალიზმი -  - ამის შესახებ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. .

"სრულად ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომელიც აკრიტიკებს გლობალური ომის პარტიას. დიახ, ასეთი გლობალური ომის პარტია ნამდვილად არსებობს და ის გახლავთ საფრთხე არა თქვენთვის, ამაყი ქართველებისთვის, არამედ გლობალური ომის პარტია გახლავთ საფრთხე ჩვენი ბალტიელი მეგობრებისთვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ესპანეთისთვის, სკანდინავიისთვის, საბერძნეთისთვის, რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის - ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი, რუსული იმპერიალიზმი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ჩვენი მეგობრები უკრაინაში არ გაიმარჯვებენ როგორც თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა, თქვენ იქნებით შემდეგი, მოლდოვა იქნება შემდეგი, სომხეთი იქნება შემდეგი, ჩვენი პოლონელი მეგობრები იქნებიან შემდეგი, ბალტიელი მეგობრები იქნებიან შემდეგი.." - განაცხადა როთმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics