20:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 17:04:00, 744 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  ბოგდან აურესკუს შეხვდა.  

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ამ მიმართულებით არსებული მექანიზმების მნიშვნელობა განიხილეს.
მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს და სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასა და რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დადებულ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ.  ხელშეკრულებით გამოწვეულ საფრთხეებზე და მის შესაძლო შედეგებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმის მნიშვნელობას და დავით ბაქრაძემ მისიაში რუმინეთის მონაწილეობისათვის მადლიერება გამოხატა.
თავის მხრივ, რუმინულმა მხარემ დაადასტურა მზაობა დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციის გამოცდილების გაზიარებასა და კომუნიკაციის სტრატეგიის გაძლიერებაში.
„რუმინეთი საქართველოს ძალიან მჭიდრო პარტნიორია, ეს იყო პირველი ქვეყანა რომელმაც მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცერება, მათ ყავთ ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ევროკავშირის მონიტორთა მისიაში. მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის თვალსაზრისით. შესაბამისად, განხილულ იქნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველო განიცდის არსებით ღონისძიებათა პაკეტის, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, ასევე, მომავალი თანამშრომლობა და ის გამოცდილება, რომელიც საქართველომ შეიძლება გაიზიაროს რუმინეთისგან ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics