12:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 13:18:16, 867 ნახვა

სამართალი
არსებული ინფორმაციით, თავდახსმის დროს პეტრიაშვილთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იმყოფებოდა

ალექსი პეტრიაშვილთან ერთად თავდასხმის დროს საბურთალოს სასაფლაოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა საკანდელიძე იმყოფებოდა, - ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელებმა საკანდელიძეს იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ, რომ თუკი პეტრიაშვილს მიეხმარებოდა მასაც ესროდნენ.

საკანდელიძის თქმით, პეტრიაშვილს 2 პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე კი ნიღბის გარეშე,  თუმცა როგორც საკანდელიძე ამბობს მას დამნაშავის ამოცნობა გაუჭირდება.

მისივე განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ თავდამსხმელს ჰქონდა, ორივე მათგანი კი ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილი. საკანდელიძე იხსენებს, რომ დამნაშავეები მიზანმიმართულად ალექსი პეტრიაშვილისკენ გაემართნენ და თავს დაესხნენ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, კახა საკანდელიძე გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს რაიონის მეორე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ,  გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics