|
2024-11-08 12:39:40, 440 ნახვა
მსოფლიო
ჰერცოგი - ამსტერდამში ისრაელელებზე თავდასხმა არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქვეყნებისთვის, რომლებიც თავისუფლების ღირებულებებს იცავენ
ამსტერდამში მომხდარი თავდასხმა არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ თავისუფლების ღირებულებებს,- ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ჰერცოგმა აღნიშნა, ენდობა ნიდერლანდების ხელისუფლებას, რომ „დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელის დასაცავად, მოსაძებნად და გადასარჩენად და ყველა საჭირო საშუალებით აღმოფხვრის ძალადობას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ“.
შეგახსენებთ, ისრაელის მოქალაქეებზე ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)